Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინი და პარიზი არასაკმარისად მოქმედებენ - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიში


ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირის სიმბოლიკა
ფოტოილუსტრაცია: ევროკავშირის სიმბოლიკა

პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნების ნაკლებობა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია და საფრანგეთი და ვიწრო სამრეწველო ინტერესები ევროპას ხელს უშლის გააძლიეროს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რისი საჭიროებაც გამოაჩინა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა, - ვკითხულობთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში, რომელიც 28 ივნისს გავრცელდა.

"ევროპულ თავდაცვაში შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გარღვევა კვლავ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკავშირდება", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტი გამოყოფს გერმანიასა და საფრანგეთს და ამბობს, რომ ეს ორი ქვეყანა "არასაკმარისად მოქმედებს" იმ ფონზე, როცა ევროკომისიის ხელმძღვანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი ხელმძღვანელობენ კიევისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის ძალისხმევას და შესყიდვების საერთო ინიციატივებს.

XS
SM
MD
LG