Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ შეცვალა თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიის, Ukroboronprom-ის ხელმძღვანელი


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცვალა თავდაცვის ინდუსტრიის ფირმების კონგლომერატი კომპანიის, Ukroboronprom-ის ხელმძღვანელი.

სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამუშინმა 28 ივნისს განაცხადა, რომ Ukroboronprom-ს უხელმძღვანელებს ჰერმან სმეტანინი. მანამდე ერთი დღით ადრე ზელენსკის ოფისმა თქვა, რომ პრეზიდენტმა დააკმაყოფილა კომპანიის წინა ხელმძღვანელის, იური ჰუსიევის თანამდებობიდან გადადგომის წერილი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, Ukroboronprom-მა ქვეყანაში მოქმედება დიდწილად შეწყვიტა და სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა.

XS
SM
MD
LG