Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი დეპუტატი: უნგრეთის პარლამენტის კომიტეტმა გადადო ნატოში შვედეთის გაწევრიანებაზე კენჭისყრა


უნგრეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზი
უნგრეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზი

უნგრელმა კანონმდებლებმა ნატოში შვედეთის გაწევრიანებისთვის კენჭისყრის საკითხის მომავალი კვირის დღის წესრიგში შეტანა არ ისურვეს, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

პარლამენტის „დემოკრატიული კოალიციის“, ოპოზიციური პარტიის წევრმა, აგნეს ვადაიმ, კომიტეტის დახურული სხდომის შემდეგ განუცხადა სააგენტო Reuters-ს, რომ მმართველი „ფიდესის“ და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების წევრმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა უარყვეს ხანგრძლივი ნეიტრალიტეტი და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის სურვილი გამოთქვეს.

ფინეთის საკითხი დადებითად გადაწყდა. შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ თურქეთი და მასთან ერთად უნგრეთი.

XS
SM
MD
LG