Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოება სურს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 30 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოებისკენ მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები უფრო ფართოდ უნდა იქნენ წარმოდგენილი საბჭოში იმ მიზნით, რომ "გატყდეს" მსოფლიოში დასავლეთის დომინირება.

„მსოფლიოში უმრავლესობას არ სურს დასავლური წესებით ცხოვრება“, - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. Reuters-ის თანახმად, მან გაიმეორა მოსკოვის ბრალდება დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის მიმართ, რომ ცდილობენ რუსეთს და ჩინეთს არ მისცენ საშუალება, დამოუკიდებლად იმოქმედონ მრავალპოლარულ მსოფლიოში.

გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაატარა პირველი სხდომა, ხუთი მუდმივი წევრი ჰყავს ვეტოს უფლებით. ესენი არიან: აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი. საბჭოს 10 არამუდმივ წევრს გენერალური ასამბლეა ირჩევს ორწლიანი ვადით. უშიშროების საბჭო გაეროს ერთადერთი ორგანოა, რომლის რეზოლუციას იურიდიული ძალა აქვს.

XS
SM
MD
LG