Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში სამხედრო პატივით კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ მალხაზ კვიჟინაძეს

ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან, დაღუპულ მალხაზ კვიჟინაძეს ქუთაისში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით კრძალავენ.

მალხაზ კვიჟინაძის პანაშვიდი წმინდა დიდმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარში იმართება.

მალხაზ კვიჟინაძე გამოცდილი სამხედრო იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ის მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).

ომის პირველივე დღეებიდან, კვიჟინაძე იბრძოდა უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 118-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მალხაზ კვიჟინაძე წარმოშობით ქუთაისიდანაა, არის ოთხი შვილის მამა.

უკრაინაში დაღუპული ორი სამხედრო - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი 1 ივლისს, გამთენიისას, ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG