Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიხსნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ცნობების საერთაშორისო ცენტრი


რუსეთის სამხედროებს 9 კაცი მიჰყავთ ბუჩაში მდებარე შტაბ-ბინაში. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრი
რუსეთის სამხედროებს 9 კაცი მიჰყავთ ბუჩაში მდებარე შტაბ-ბინაში. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრი

3 ივლისს ჰააგაში გაიხსნა საერთაშორისო ოფისი, რომელმაც უნდა გამოიძიოს ცნობები უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებულ ომში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

ამ ოფისს განიხილავენ რუსეთის ლიდერებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის პირველ ნაბიჯად.

ახალ ოფისს ეწოდება "აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრი" (ICPA) და მასში შედიან პროკურორები უკრაინიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC).

კიევი გამოდის საერთაშორისო ტრიბუნალის დაარსების მოწოდებებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალების მიერ ქალაქ ბუჩის დატოვების შემდეგ, დღის შუქზეა ომის დანაშაულთა მტკიცებულებები.

XS
SM
MD
LG