3 ივლისს რუსეთის მხრიდან დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა უკრაინის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარე ქალაქ სუმიში.
რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ირანული წარმოების, "შაჰედის" ტიპის ოთხი დრონი დაეცა ადმინისტრაციულ შენობას და ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას ქალაქის ცენტრში.
უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახური ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს თავდასხმით დაზიანებულ შენობებს, მათი ეზოები ნატეხებით არის მოფენილი.