Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5,3 - 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კასპიის ზღვის რეგიონში, აზერბაიჯანთან


5.3 - 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა კასპიის ზღვის რეგიონში, იუწყება ადგილობრივი მედია 4 ივლისის დილით.

სააგენტო Trend-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურის მონაცემების თანახმად წერს, რომ მიწისძვრა მოხდა დედაქალაქ ბაქოსთან ახლოს, მალევე შუაღამის შემდეგ, და ბიძგები მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა.

რუსეთის სააგენტო TASS-ი, ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ ხაჩმაზიდან 43 კილომეტრის მოშორებით.

დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევების სააგენტოს მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.4 მაგნიტუდა იყო.

XS
SM
MD
LG