Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს


ფოტო არქივიდან: სოფელი დისევი
ფოტო არქივიდან: სოფელი დისევი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

"ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ლაშა ხეთერელი ცხინვალის ციხიდან ბოლოს მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს რამდენჯერმე ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს 8 მოქალაქე.

XS
SM
MD
LG