Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის სააგენტოს თანამშრომლებმა ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში დანაღმვის ნიშნები ვერ ნახეს


ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საერთო ხედი, 14 ივნისი 2023 წელი.
ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის საერთო ხედი, 14 ივნისი 2023 წელი.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებმა, რომლებიც უკრაინის, რუსეთის მიერ დაკავებული ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის მდგომარეობას უწევენ მეთვალყურეობას, ვერ აღმოაჩინეს სადგურზე დანაღმვის ან ასაფეთქებელი სხვა მასალების ყოფნა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

სრული დარწმუნებისთვის, ატომურმა სააგენტომ მოითხოვა ნებართვა სადგურის ისეთი მონაკვეთების დათვალიერებისა, რომლებიც მის თანამშრომლებს არ შეუმოწმებიათ. ლაპარაკია რეაქტორების ბლოკების სახურავებზე, სადაც, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საეჭვო საგნები შეამჩნიეს.

რუსეთის ახალი ამბების სააგენტო "Интерфакс-ს" მოჰყავს რუსეთის კონცერნ „როსენერგოატომის“ ხელმძღვანელის მრჩევლის, რენატ კარჩაას ნათქვამი, რომელმაც უარყო ზელენსკის განცხადება. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების მოწყობის მომზადებაში.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ გამოთქვა გაფრთხილება, რომ სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე საომარი მოქმედების გამო არსებობს კატასტროფის საფრთხე.

XS
SM
MD
LG