Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიაშვილი "სამარცხვინოს" უწოდებს საქართველოში "კოკა-კოლას" წარმოებას და „მაკდონალდსით ბავშვების მოწამვლას"


თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანია "Georgian Airways"-ის დირექტორი
თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანია "Georgian Airways"-ის დირექტორი

ავიაკომპანია Georgian Airways - ის დირექტორი თამაზ გაიაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი Live“-ში შესაბამისი კითხვის პაუსუხად გამოეხმურა საქართველოში კომპანია "კოკა -კოლასა" და „მაკდონალდსის“ მფლობელის თემურ ჭყონიას ქალიშვილის სოფო ჭყონიას ფეისბუკ პოსტს.

სოფო ჭყონიამ თავის ფეიბსბუკის გვერდზე დააზიარა ინფორმაცია ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ფრენების დაწყების შესახებ და კომენტარად დაუთო „სამარცხვინოა“.

თამაზ გაიაშვილს გადაცემის წამყვანა სოფო ჭყონიას ამ გამოხმაურების შეფასება სთხოვა. გაიშვილი გადაცემაში საუბრობდა უკრაინის ხელისუფლების მიერ მისი კომპანიისთვის, რუსეთში ფრენების გამო სანქციების დაწესებაზე და თანმდევ გამოხმაურებებზე

„არასოდეს არ ვერჩი, ჩემს ბიზნესპარტნიო... ვინც საქართველოში ბიზნესს ეწევა, მაგრამ ჩემი კომპანიის წინააღმდეგ ასეთი განცხადების გაკეთება, მე მგონი სამარცხვინოა, პირველ რიგში და სამარცხვინოა თვითონ კოკა-კოლას წარმოება ალბათ, საქართველოში და მაკდონალდსით ჩვენი ბავშვების მოწამვლა. მე მგონი კოკა-კოლა არ არის სასარგებლო. უფრო კარგი იქნებოდა კაი ხაჭაპურები გამოეცხოთ, რაც ქართულია. ქართული საქმე ეკეთებინათ და უფრო მაგით ესახელებინათ თავი, არამცთუ კოკა-კოლას რეკლამით იყვნენ დაკავებული. მე მათ მინდა ვუთხრა, რომ მიხედონ მათ თავის საქმეს და მე ვთვლი, რომ ქართულ ბიზნესს უნდა გულშემატკივრობნენ თუ ისინი მართლა ბიზნესმენები არიან და მათ გული შესტკივათ ქვეყანაზე და ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

12 ივნისს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მაკდონალდსის" "ჰეფი მილის" მენიუში გამოჩნდა სასაჩუქრე წიგნი მომღერალ "ელტონ ჯონის სასიყვარულო ურთიერთობაზე".

"მაკდონალდსის" საბავშვო მენიუსთან დართული წიგნი, ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ, მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" ლიდერების სამსჯელო თემად იქცა."ქართული ოცნების" ლიდერებმაც "მაკდონალდსი" ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

საქართველოს საპატრიარქომ ,განაცხადა რომ მოზარდებთან მიმართებით ეს არის "ვერაგული და შეფარული საქციელი "მაკდონალდსის" პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა".

პრემიერ-მინისტრმა „მაკდონალდსის" კამპანიის წინააღმდეგაც ილაპარაკა 30 ივნისს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში და თქვა, რომ . „ამორალური იყო ის კამპანია, რომელიც „მაკდონალდსმა“ აწარმოა.

"მაკდონალდსში" განმარტეს, რომ წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვებოდა, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს, არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. "მაკდონალდს საქართველოს" განცხადება კი ამ ბროშურას შეეხებოდა.

ამასთან, მოგვიანებით კომპანიამ გამოაქყეყნა განცხადება რომლითაც ბოდიშს იხდიდნენ. გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში განცხადების ის ნაწილი, რომლითაც კომპანია ბოდიშს იხდიდა, შეიცვალა, მოგვიანებით კი საერთოდ წაიშალა ტექსტი.

"მაკდონალდსის" მფლობელმა, თემურ ჭყონიამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებაზე, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, თქვა, რომ მასთან შეთანხმებული არ იყო. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს იყო კომპანიის "დირექტორის კატასტროფული მოქმედება".

XS
SM
MD
LG