Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა 8 ივლისს დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალს“ და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება. ასევე:

„მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღებელია: „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“.

„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

დღეს, 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იმართება.

ანტიდასავლური, ჰომოფობიური ჯგუფები თუ ცალკეული პირები კი კვლავ ორგანიზებულად ემზადებიან დახურული ღონისძიების ჩასაშლელად და 2021 წლის 5 ივლისის გამეორებით იმუქრებიან.

XS
SM
MD
LG