Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი შესაძლოა აგვისტოში თურქეთს ეწვიოს - აცხადებს პრეზიდენტი ერდოანი


თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგვისტოში უნდა ეწვიოს თურქეთს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, მოლაპარაკება გაიმართება უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომსა და "მარცვლეულის გარიგებაზე".

თურქული და რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ერდოანმა პარასკევს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმედი მაქვს, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში - როგორც სატელეფონო დიპლომატიაში, ასევე პირადი შეხვედრის დროს, რომელიც მომავალ თვეში შედგება”, - განაცხადა ერდოანმა.

თურქეთის ლიდერმა დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინის შესაძლო ვიზიტის დროს განიხილავენ ასევე სამხედრო ტყვეთა გაცვლის საკითხს.

მანამდე მედიით გავრცელდა ცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოანი აპირებდა პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას. მაგრამ როგორც 8 ივლისს განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, სტამბოლის მოლაპარაკების შემდეგ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.

XS
SM
MD
LG