წინასწარი მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა კიევზე დრონებით თავდასხმისას. რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე ბოლო სამ დღეში მესამედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10-მდე დრონი გაანადგურეს. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოცვივდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ერთი დაღუპულის ცხედარი აღმოჩენილია ბინაში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
წუხანდელი თავდასხმის გამო, კიევის გარდა, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის, პრაქტიკულად, ყველა ოლქში, ოდესის და ხარკოვის გარდა.