Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კურსკის და ვორონეჟის ოლქებიდან დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. კურსკის ოლქის ადმინისტრაციამ ადრეც არაერთხელ განაცხადა დრონებით შეტევის შესახებ, მათ შორის აეროპორტის რაიონში
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. კურსკის ოლქის ადმინისტრაციამ ადრეც არაერთხელ განაცხადა დრონებით შეტევის შესახებ, მათ შორის აეროპორტის რაიონში

რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ამის შესახებ დღეს დილით ტელეგრამით იუწყება კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი. უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვთან მდებარეობს კურსკის ატომური ელექტროსადგური.

გუბერნატორის თანახმად, გასულ ღამით დრონის ჩამოვარდნის და დეტონაციის შედეგად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები არ დაზიანებულა და არც არავინ დაშავებულა. სტაროვოიტის ინფორმაციით, დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. გუბერნატორის ამ შეტყობინებამდე, ქალაქ კურჩატოვში აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

დრონებით შეტევის შესახებ იუწყება ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევიც. მის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გუშინ(13 ივლისს) საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოაჩინა და გაანადგურა 3 უპილოტო საფრენი აპარატი. გუსევის თანახმად, არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.

რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე პერიოდულად ხდება უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. რამდენიმე შემთხვევა იყო მოსკოვშიც. რუსეთის ხელისუფლება ადანაშაულებს უკრაინის არმიას, რომლის სარდლობა, როგორც წესი, მსგავს ბრალდებებს უკომენტაროდ ტოვებს.

XS
SM
MD
LG