Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2023 წლის 6 თვეში საგარეო ვაჭრობა 20,1 პროცენტით გაიზარდა


ფოტოილუსტრაცია: ფოთის პორტი
ფოტოილუსტრაცია: ფოთის პორტი

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო- სავაჭრო ბრუნვა იყო 10 268,6 მილიონი აშშ დოლარი. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 20,1 პროცენტია. საქსტატის მონაცემებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები.

  • ექსპორტი 3052,8 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19,3 პროცენტით);
  • იმპორტი 7215,8 მლნ. აშშ დოლარია (გაიზარდა 20,4 პროცენტით).

საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემებით, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდეგ პერიოდში, ყველაზე კარგი შედეგია.

საქსტატის მონაცემები
საქსტატის მონაცემები

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ლიდერობენ სომხეთი და აზერბაიჯანი. სამეულშია რუსეთიც.

საქსტატის მონაცემები
საქსტატის მონაცემები

2023 წლის 6 თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის კომპონენტი:

  • ექსპორტი გაზრდილია 267,3 პროცენტით;
  • იმპორტი - 94,6 პროცენტით.

მსუბუქი ავტომობილები აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალშიც პირველ ადგილზეა. მონაცემები აჩვენებს, რომ სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხდება. მაგალითად, საქართველოდან რუსეთში იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ავტომობილები მეორე ადგილზეა - წინა წლის 6 თვესთან შედარებით ზრდა 100 პროცენტზე მაღალია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ავტომობილების იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ავტომობილების იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით

XS
SM
MD
LG