Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ უეფას კონფერენსლიგაზე მეორე ეტაპის საგზურები მოიპოვეს


ქუთაისის "ტორპედო"
ქუთაისის "ტორპედო"

საფეხბურთო კლუბებმა გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპის 2023-2024 წლების საკლუბო სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიეს. „დილამ“ სლოვაკეთის „დუნაისკა სტრედასთან" სტუმრად განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, მეტოქეს გორში 2:0 მოუგო. ეს თამაში მეორე ტაიმში დროებით შეწყდა, რადგან შუქი ჩაქრა. თუმცა პრობლემა მალე მოგვარდა.

უშუქოდ დარჩენილი გორის სტადიონი
უშუქოდ დარჩენილი გორის სტადიონი

„ტორპედომ“ ბოსნია და ჰერცეგოვინის „სარაევოს" პენალტების სერიაში სძლია, მას შემდეგ, რაც ჯერ საშინაო (2:2) და შემდეგ გასვლითი მატჩი (1:1) ფრედ დაასრულა.

უეფას კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე „დილა“ უკრაინის „ვორსკლას“ დაუპირისპირდება. „ტორპედოს" მეტოქე კი ყაზახეთის „აკტობე" იქნება. ასევე კონფერენსლიგაზე გააგრძელებს თამაშს საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი", რომელმაც ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი სტარტის გამო გადაინაცვლა და წინ მალტის „ჰამრუნთან" შეხვედრები ელის.

ევროსეზონს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა ბათუმის „დინამო“. ამ გუნდმა ალბანეთის „ტირანასთან“ პირველი თამაში სტუმრად ფრედ დაასრულა. საპასუხო, საშინაო მატჩი კი წააგო ანგარიშით 1:2.

XS
SM
MD
LG