Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა ზაპოროჟიეს ოლქზე თავდასხმის შედეგად


ოდესის ოლქში თავდასხმის შედეგად განადგურებული საწარმო
ოდესის ოლქში თავდასხმის შედეგად განადგურებული საწარმო

ზაპოროჟიეს ოლქში ინფრასტრუქტურული ობიექტების მისამართით გახსნილი ცეცხლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა, ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ტელეგრამის არხით ავრცელებს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

მალაშკოს ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტზე გასულ ღამით სულ 80 დარტყმა განხორციელდა. ადმინისტრაციაში 33 შეტყობინება შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევის შესახებ.

ოდესის ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით კი, სამხრეთის ოლქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, თავდასხმა "კალიბრის" ტიპის რაკეტებით განხორციელდა. რაკეტა მოხდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ-ერთ საწარმოს, რის შედეგადაც განადგურებულია 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი.

XS
SM
MD
LG