Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის რეგიონში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა


ნიუ-იორკის დასახლება დონეცკის რეგიონში
ნიუ-იორკის დასახლება დონეცკის რეგიონში

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.

ორი ბავშვი დაიღუპა სოფელ დრუჟბაში, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. სავარაუდოდ, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის არის ნიუ-იორკის დასახლების ოთხი მცხოვრები.

შაბათს ღამით რუსეთი დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებს დაესხა თავს. დნეპროპეტროვსკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, რუსულმა ჯარებმა ნიკოპოლი ორჯერ დაცხრილეს.

პირველი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი, 57 და 78 წლის, საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის ჭრილობებით გადაიყვანეს. ასევე დაზიანდა რვა კერძო სახლი და ცხრა სამეურნეო შენობა.

მეორე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა სამრეწველო საწარმო. არტილერიის გარდა, რუსეთმა ნიკოპოლის წინააღმდეგ დრონიც გამოიყენა - „ის ჩამოაგდეს“, წერს ლისაკი.

საერთო ჯამში, გასულ ღამეს უკრაინაში, სავარაუდოდ, ხუთი „შაჰედის“ ტიპის დრონი გაისროლეს. წინა სამი ღამისგან განსხვავებით, სარაკეტო თავდასხმა არ მომხდარა.

რუსეთს ამ თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG