Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ შეწყვიტა ბოიკოტი იმ შეჯიბრებების, რომლებზეც რუსეთს და ბელარუსს ნეიტრალური სტატუსი ექნებათ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სპორტსმენების დელეგაცია 2023 წლის ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე კრაკოვში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სპორტსმენების დელეგაცია 2023 წლის ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე კრაკოვში

უკრაინის მთავრობამ სპორტსმენებს ნება დართო, რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო ტურნირებში, რომლებშიც ეს ორი ქვეყანა ნეიტრალური სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა" წერს, რომ შესაბამისი ბრძანება 26 ივლისს გამოსცა უკრაინის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა. ამასთან, უკრაინელ სპორტსმენებს ისევ ეკრძალებათ მონაწილეობა იმ შეჯიბრებებში, რომლებშიც რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები ეროვნული დროშით გამოვლენ.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო, კიევი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სპორტულ შეჯიბრებებში რუსეთის და ბელარუსის მონაწილეობას ნეიტრალური სტატუსითაც კი. 2023 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნეიტრალური დროშით რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ასპარეზობას, უკრაინამ თავის სპორტსმენებს აუკრძალა რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებთან ერთად ნებისმიერ შეჯიბრებაში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG