„ბრიკსის" წევრი ქვეყნების (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის) განვითარების ახალმა ბანკმა (NDB) სანქციების გამო უარი თქვა რუსეთში ახალ საინვესტიციო პროექტებზე. ამის შესახებ "როიტერი" ბანკის ხელმძღვანელ დილმა რუსეფზე დაყრდნობით იუწყება.
განვითარების ახალი ბანკი (NDB), 100 მილიარდი დოლარის კაპიტალით და შანხაიში შტაბ-ბინით, BRICS-ის ქვეყნებმა 2014 წელს დააფუძნეს და რვა წლის განმავლობაში მისი საკრედიტო პორტფელი 30-ჯერ გაიზარდა, - წერს The Moscow Times-ი.
ბანკის საქმიანობის მიზანია ინფრასტრუქტურული და მდგრადი განვითარების პროექტების დაფინანსება „ბრიკსის“ ჯგუფისა და განვითარებად ქვეყნებში. ამასთან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო შეჭრამ და საპასუხოდ მოსკოვისთვის დაწესებულმა სანქციებმა ბანკი ინვესტორების თვალში "ტოქსიკური" გახადა, რადგან საწესდებო კაპიტალის 20% რუსეთს ეკუთვნის.