Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში უკვე შევიდა „ვაგნერელთა“ 12 კოლონა


ბელარუსში 27 ივლისს შევიდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მე-12 კოლონა, რომელიც დაახლოებით 50 ერთეული საავტომობილო ტექნიკისგან, მათ შორის 5 ჯავშანმანქანისგან შედგებოდა.

სადამკვირვებლო ცენტრ „ბელარუსული გაიუნის“ თანახმად, კოლონამ საზღვარი გადაკვეთა პონტიაკოვა-ზვენჩატკის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან და P122-ე ტრასით გაემგზავრა მოგილიოვისკენ. იუწყებიან, რომ „ვაგნერელთა“ კოლონას ბელარუსის სახელმწიფო ავტოინსპექციის მანქანები მიაცილებდნენ.

  • ამჟამად „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ორ არეალში არიან დაბანაკებულნი - ოსიპოვიცკის რაიონის ცილის პოლიგონზე, სადაც 300 სამხედრო კარავია გაშლილი და ბრესტსკის მახლობლად, „ბერასცეისკის“ პოლიგონზე, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული პოლონეთის საზღვრიდან და სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს უკრაინის საზღვარს.
  • ბელარუსში ამ დროისთვის 5000-ს უნდა აღწევდეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლთა რაოდენობა. "ვაგნერელებთან" დაახლოებული ტელეგრამის არხის ცნობით, ბელარუსში, შესაძლოა, მთლიანობაში დაახლოებით 10 ათასი ვაგნერელი ჩავიდეს.
  • ყოველ შემთხვევაში, ამ რაოდენობის ხალხის მისაღებად ბელარუსი უკვე მზად არის.
  • რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მხოლოდ დაბა ცილში მდებარე კარვების ქალაქი დაახლოებით 9000 კაცზეა გათვლილი.
XS
SM
MD
LG