Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლი-ბათუმის რეისი უამინდობის გამო ვერ ჯდება ბათუმის აეროპორტში


ფოტო ვებგვერდიდან: flightradar24.com
ფოტო ვებგვერდიდან: flightradar24.com

სტამბოლი-ბათუმის ​რეისი ბოლო რამდენიმე წუთია, უამინდობის გამო უშედეგოდ ცდილობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას. თვითმფრინავი ზღვის თავზე დაფრინავს.

ამ დროის მონაცემებით [13:50], თვითმფრინავმა შავი ზღვის თავზე 10 წრე დაარტყა. აეროპორტის მმართველ "ტავ ჯორჯიაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თვითმფრინავი ქარისა და წვიმის გამო ვერ ჯდება.

განახლება: რადიო თავისუფლებას 14:01 საათზე აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თვითმფრინავმა დაჯდომა შეძლო.
XS
SM
MD
LG