Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალური პირები დაესწრებიან უკრაინის სამშვიდობო სამიტს საუდის არაბეთში - სახელმწიფო დეპარტამენტი


აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტს საუდის არაბეთში, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა 31 ივლისს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ არ შეეძლო დეტალების დასახელება.

Wall Street Journal-ი 29 ივლისს იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთი მოლაპარაკებაზე იწვევს დასავლეთის სახელმწიფოებს, უკრაინას და ძირითად განვითარებად ქვეყნებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ საუდის არაბეთი აგვისტოში უმასპინძლებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც სამშვიდობო გეგმის განხილვაც არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG