Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმის (მიანმარის) ყოფილი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, 19 ბრალდებიდან ხუთში შეიწყალეს


აუნ სან სუ ჩი
აუნ სან სუ ჩი

მიანმარის მმართველმა ხუნტამ ქვეყნის ყოფილი დემოკრატიული ლიდერის, ნობელის პრემიის ლაურეატის, აუნ სან სუ ჩის, ნაწილობრივი შეწყალების შესახებ გამოაცხადა.
იგი 19-დან ხუთ ბრალდებაში გამართლდა. ეს მოხდა იმ ამნისტიის ფარგლებში, რომელიც, საერთო ჯამში, შვიდი ათას პატიმარს შეეხო.

აუნ სან სუ ჩი 33 წლით იმყოფება პატიმრობაში. შეწყალების შემდეგ მისი პატიმრობის ვადა ექვსი წლით შემცირდება. იგი შინაპატიმრობაშია.

მიანმარის ყოფილი ლიდერი 2021 წლის დასაწყისში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დააკავეს და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გაასამართლეს. მას კორუფციასა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

იგი კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს.

სამხედრო გადატრიალებას შედეგად მოჰყვა ქვეყანაში განსხვავებული აზრის სასტიკი დევნა, ათიათასობით ადამიანის დაპატიმრება და რეპრესიები. მრავალი ცნობის თანახმად, ბევრი დისიდენტი სასტიკად სცემეს ან დახოცეს.

XS
SM
MD
LG