Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICC "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს რუსეთის მიერ მისი მოსამართლის დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო


ICC-მ მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა საკითხებში მისი კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო.
ICC-მ მარტში გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა საკითხებში მისი კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო.

ჰააგაში განთავსებულმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა რუსეთის მიერ მისი რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის ერთი მოსამართლის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივლისს განაცხადა, რომ ICC-ის მოსამართლე ტომოკო აკანე ძებნილი პირების სამთავრობო სიაში იქნა შეყვანილი. აკანე იყო ერთ-ერთი იმ მოსამართლეთა შორის, რომლებმაც მარტში გასცეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა საქმეებში მისი კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო, რაც, საერთაშორისო კანონმდებლობით, ომის დანაშაულად ითვლება.

ICC-ის წევრი ქვეყნების ასამბლეის ხელმძღვანელობა გამოთქვამს "სინანულს ამ ახალ მცდელობაზე, ძირი გამოეთხაროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საერთაშორისო მანდატს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მტკიცედ დგას სასამართლოს, მისი არჩეული პირების და თანამშრომლების გვერდით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს სრულ ნდობას ICC-ის, როგორც კანონის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიმართ", - წერს სასამართლო 1 აგვისტოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG