Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივლისში პუტინმა ხელი მოაწერა რეკორდულად ბევრ საიდუმლო ბრძანებას


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

2023 წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რეკორდულად ბევრ საიდუმლო ბრძანებას - პრეზიდენტის დოკუმენტთა 62 პროცენტი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ამის შესახებ იუწყება "მედიაზონის" გამოძიება.

გამოცემის თანახმად, 12 საიდუმლო ბრძანებას ხელი მოეწერა 27-დან 31 ივლისამდე პერიოდში, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ომის მთელი მსვლელობის დროს. ივლისის მაჩვენებელს უსწრებს მხოლოდ 1999 წლის იანვრის მონაცემები, როცა ბრძანებათა 64 პროცენტი გასაიდუმლოვდა. მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, ყველა ბრძანებიდან 48 პროცენტი გასაიდუმლოებული იყო.

"მედიაზონის" თანახმად, საიდუმლო ბრძანებები ყველაზე ხშირად ეხება ომის მონაწილეთა დაჯილდოებას, მათ შორის სიკვდილის შემდეგ.

გამოცემამ გააანალიზა პრეზიდენტის ყველა ბრძანება, რომლებიც წლის დასაწყისიდან გამოქვეყნდა. ყველა მათგანს რიგითობის ნომერი აქვს. თუ რომელიმე ნომერი გამოტოვებულია, ეს ნიშნავს, რომ ბრძანება საიდუმლოდ იქნა დატოვებული.

XS
SM
MD
LG