Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმსა და ნოვოროსიისკზე დრონებით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონებით დარტყმის შედეგად 17 ივლისს დაზიანებული ყირიმის ხიდი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. დრონებით დარტყმის შედეგად 17 ივლისს დაზიანებული ყირიმის ხიდი

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. ამის შესახებ ტელეგრამ-არხები იუწყებიან. ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აფეთქებები დრონების მოგერიებამ გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით „აღკვეთეს“ ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, 10 დრონი გაანადგურეს, 3 კი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს. რომელი ობიექტები იყო სამიზნე, დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „კიევის რეჟიმს“ ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევაში“ და ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა და არც არაფერი დანგრეულა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკშიც. დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით(საზღვაო დრონი) შეტევა სცადეს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. რუსეთი ირწმუნება, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმსა და ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

XS
SM
MD
LG