Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ოლქში, ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში, ძლიერი აფეთქება მოხდა


აფეთქება ქალაქ სერგიევ-პოსადში
აფეთქება ქალაქ სერგიევ-პოსადში

მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სერგიევ-პოსადში ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, აფეთქება ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში იყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანს კვამლი, ახლომდებარე საცხოვრებელ შენობებში ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები.

სააგენტო "ტასის" ცნობით, საწარმოში გამოცხადდა ევაკუაცია. საგანგებო სამსახურების თანახმად, დაშავდა 11 ადამიანი, რომელთაც სამედიცინო მომსახურებას უწევენ.

აფეთქების გამომწვევ ოფიციალურ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. სოციალურ ქსელებში, მათ შორის ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ ეს არ იყო დრონით თავდასხმა.

საწარმოს საიტის თანახმად, სააქციო საზოგადოება „ЗОМЗ-ი" ოპტიკური და ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი დეველოპერი და მწარმოებელია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სფეროებისთვის.

XS
SM
MD
LG