Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო "ტასნიმის" ცნობით, ირანმა მოიპოვა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის ტექნოლოგია


საილუსტრაციო ფოტო: ირანი აცხადებს, რომ აქვს ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის ტექნოლოგია
საილუსტრაციო ფოტო: ირანი აცხადებს, რომ აქვს ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის ტექნოლოგია

ირანმა მოიპოვა ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის ჯერაც ტესტირების პროცესში მყოფი, ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის აგებას - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმი" 9 აგვისტოს.

განცხადების ფონია მზარდი დაძაბულობა აშშ-სთან სპარსეთის ყურეში და გასულ კვირაში გამართული საჩვენებელი ღონისძიება, რომელზეც წარმოადგინეს ახალი, 600 კილომეტრის რადიუსის რაკეტები.

"ეს რაკეტა, რომელიც ირანში დამზადებული ფრთოსანი რაკეტების ახალ თაობას წარმოადგენს, კვლავ ტესტირების რეჟიმშია და იქნება ახალი ეტაპი ირანის თავდაცვითი ძალისთვის", - ამბობს სააგენტო.

XS
SM
MD
LG