Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის ოლქში დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა


შებეკინო, ბელგოროდის ოლქი. 15 ივნისი, 2023.
შებეკინო, ბელგოროდის ოლქი. 15 ივნისი, 2023.

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა რუსეთში, ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის სოფელ გორკოვსკის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

გლადკოვის თქმით, სოფლის ცენტრში, სკოლის მახლობლად, ხუთი ჭურვი აფეთქდა. ერთ-ერთ ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა. დაზიანებულია სახლების სახურავები, ფასადები, ზოგიერთში ჩამტვრეულია მინები.

გლადკოვმა დაბომბვაში უკრაინის არმია დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ბელგოროდის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შებეკინოს რაიონის თავზე მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს, წერს გლადკოვი ტელეგრამში.

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების ხელისუფლებები რეგულარულად იტყობინებიან დაბომბვების შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, როგორც წესი, თავდასხმაზე კომენტარებს არ აკეთებენ.

XS
SM
MD
LG