Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ ზაპოროჟიეში. 9 აგვისტო, 2023.
რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ ზაპოროჟიეში. 9 აგვისტო, 2023.

9 აგვისტოს საღამოს ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე სამი დაღუპულის შესახებ განაცხადა. კლიმენკოს თქმით, ერთი ადამიანის რეანიმაცია მოხერხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური მალაშკომ გამოაქვეყნა ვიდეო დარტყმის ადგილიდან, რომელშიც ჩანს დანგრეული მართლმადიდებელი ეკლესია. დაზიანებულია ახლომდებარე სავაჭრო ცენტრი.

უკრაინული მედია წერს, რომ დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ უბანზე. რუსული ტელეგრამის არხები ირწმუნებიან, რომ სამიზნე იყო ქარხანა „მოტორ სიჩი“.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი ერმაკმა, ტელეგრამში დაწერა, რომ, წინასწარი მონაცემებით, დარტყმა განხორციელდა რაკეტა „ისკანდერით“.

XS
SM
MD
LG