სულ მცირე, 500 ბავშვი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაიჭრა მას მერე, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 13 აგვისტოს.
ოფიციალური პირების თქმით, ეს მონაცემი საბოლოო არ არის, რადგან რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ არეალებში ინფორმაციის მოძიება რთულია.
გასულ თვეში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების სფეროში განაცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე 9396 სამოქალაქო პირი, დაჭრილია 16 646 ადამიანი.
რუსეთი განაგრძობს საჰაერო დარტყმებს ქალაქებზე უკრაინის მასშტაბით.