Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იუწყება პროგრესზე ბახმუტთან


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში. 2023 წლის 14 აგვისტო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში. 2023 წლის 14 აგვისტო

უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათმა სამხედროებმა კვლავ წინ წაიწიეს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, დანგრეული ქალაქის, ბახმუტის ჩათვლით - იმ ფონზეც კი, როცა რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ხარკოვისა და ოდესის რეგიონებზე, რამაც გამოიწვია სამოქალაქო პირების სიკვდილი. კიევი აცხადებს, რომ ჩამოგდებულია საფრენი აპარატების დიდი ნაწილი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 14 აგვისტოს დონეცკის რეგიონში ჩავიდა, რათა სამხედრო მეთაურებისგან მიეღო ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ. ამ რეგიონიდან ასევე იუწყებიან მცირე წინსვლაზე.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში "ბახმუტის სექტორში გათავისუფლებულია 3 კვადრატული კილომეტრი" და რომ უკრაინის მიერ წარმოებული რთული კონტრშეტევის ფონზე, ივნისის შემდეგ კონტროლი აღდგენილია 40 კვადრატულ კილომეტრზე.

XS
SM
MD
LG