Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტომ დაასახელა გენერალ სუროვიკინის შემცვლელი


ფოტო არქივიდან. გენერალი სერგეი სუროვიკინი
ფოტო არქივიდან. გენერალი სერგეი სუროვიკინი

არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ „ინფორმირებულ წყაროზე“ დაყრდნობით დღეს, 23 აგვისტოს, წერს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტი“. მისი ინფორმაციით, მთავარსარდლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი.

არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი იყო 2017 წლიდან. 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების გაერთიანებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

ინფორმაცია, რომ სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სხვადასხვა წყაროთი 22 აგვისტოს გავრცელდა.

არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი საჯაროდ აღარ გამოჩენილა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წინააღმდეგ 2023 წლის 23-24 ივნისს ორგანიზებული „ამბოხების" შემდეგ. სუროვიკინმა მაშინ ვიდეომიმართვა ჩაწერა და „ვაგნერელებს" დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ივნისის ბოლოს, რუსეთის და დასავლეთის მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ გენერალი სუროვიკინი დააკავეს „პრიგოჟინის ამბოხებასთან" კავშირის გამო, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

XS
SM
MD
LG