Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული დაზვერვის ცნობით, ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს


ფოტო არქივიდან. რუსული ბაზა სოფელ მაიაკთან
ფოტო არქივიდან. რუსული ბაზა სოფელ მაიაკთან

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ტარხანკუტის კონცხზე მდებარე სოფელ მაიაკთან ბრძოლა იყო საზღვაო საშუალებების და ავიაციის მონაწილეობით. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროექტმა Крым.Реалии-მ გაავრცელა უკრაინის დაზვერვაში თავის წყაროებზე დაყრდნობით. ბრძოლა დღეს, 24 აგვისტოს, დილის ხუთიდან ექვს საათამდე გაგრძელდა.

სოფელ მაიაკში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ სამხედრო-საზღვაო ფლოტთან ურთიერთქმედებით ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის მიზნები მიღწეულია და პირად შემადგენლობაში დანაკარგი არ არის. დეტალები იუსოვს არ დაუკონკრეტებია. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის თანახმად, მოწინააღმდეგეს აქვს დანაკარგები, რომლებიც ამ ეტაპზე ზუსტდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაიაკთან ბრძოლის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

XS
SM
MD
LG