Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიც და უკრაინაც საჰაერო და დრონებით შეტევებს ახორციელებენ, აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება დაძაბულია


საჰაერო დარტყმებს ერთი დღით უსწრებდა რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დნიპროზე
საჰაერო დარტყმებს ერთი დღით უსწრებდა რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დნიპროზე

რუსეთი აცხადებს, რომ აღკვეთა დრონებით მასშტაბური შეტევა ოკუპირებულ ყირიმზე და სარაკეტო თავდასხმა კალუგაზე, უკრაინის არმია კი იუწყება რუსეთის სისხლიან საჰაერო და დრონებით იერიშებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 აგვისტოს გამოაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გააუვნებელყვეს 42 დრონი, რომელთაგან ცხრა, როგორც იუწყებიან, ჩამოაგდეს, დარჩენილი 33 კი "ელექტრონული საშუალებებით შეიზღუდა და განადგურდა სამიზნის მიღწევამდე". სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ უკრაინის რაკეტა ჩამოაგდეს კალუგაში, მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით.

დროებით დაიხურა მოსკოვის ორი მსხვილი აეროპორტი, ვნუკოვო და დომოდედოვო - იუწყება სააგენტო TASS-ი.

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მიიტანეს საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები და დასძენს, რომ არის მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის.

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე გრძელდება ინტენსიური შეტაკებები, ორივე მხარე ახორციელებს შეტევით და თავდაცვით მოქმედებებს.

უკრაინის ძალები უტევენ სამხრეთში მდებარე სტრატეგიული ქალაქის, მელიტოპოლის მიმართულებით, აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონის კუპიანსკის სექტორში კი კიევის სამხედროები რუსეთის ძალების სერიულ შეტევებს იგერიებენ.

XS
SM
MD
LG