Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპრესიების ფონზე ბელარუსში დაიწყო პოლიტპატიმარ ვიქტორია გაურილინას პროცესი


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ ფართო რეპრესიების ფონზე, ბელარუსში დაიწყო უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული კიდევ ერთი პირის, ვიქტორია გაურილინას სასამართლო პროცესი. სხდომა 25 აგვისტოს გაიხსნა ჰომელის რეგიონულ სასამართლოში.

გაურილინა იანვრის ბოლოს დააპატიმრეს, ექსტრემისტული ჯგუფის დაფინანსების და პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელების ბრალდებებით. გაურკვეველია ეს ბრალდებები რას ეფუძნება.

სასამართლო დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ბელარუსში მასობრივად აპატიმრებენ ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპონენტებს - მას შემდეგ, რაც ის გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის კამათის საგნად ქცეულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG