Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელი: კი, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს


ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა გამოაქვეყნა ბლოგის პოსტი, სადაც ის ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანობას განიხილავს. ბორელი წერს რომ სანქციებს „მძიმე, ხელშესახები ეფექტი აქვს რუსეთის ეკონომიკაზე.“

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი მიიღო. "ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის“ - წერს ჟოზეპ ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ „სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე."

XS
SM
MD
LG