Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის პოლტავის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მაშველები ხანძარს აქრობენ პოლტავის ოლქში, რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეულ ობიექტზე
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მაშველები ხანძარს აქრობენ პოლტავის ოლქში, რუსეთის სარაკეტო დარტყმით დანგრეულ ობიექტზე

დღეს დილით, რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის პოლტავის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე. პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ლუნინის ინფორმაციით, დარტყმა იყო ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. მონაცემები დაშავებულების შესახებ ჯერ დაზუსტებული არ არის.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა ქალაქ კრივოი როგზე. დაინგრა 2 და დაზიანდა 5 კერძო სახლი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინის ოლქების უმრავლესობაში გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.

XS
SM
MD
LG