Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არმიის მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად-უკრაინის სარდლობა


რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი ქალაქი კუპიანსკი, 25 აპრილი, 2023 წელი
რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი ქალაქი კუპიანსკი, 25 აპრილი, 2023 წელი

29 აგვისტოს დილით რუსეთის ჯარებმა კვლავ დაბომბა ხარკოვის რეგიონის ქალაქი კუპიანსკი, სადაც, უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი-დაიჭრა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ცნობას თან დაურთო დაბომბვის შედეგის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

უკრაინული მხარის თანახმად, სამშაბათს დილის 8:30 საათზე, რუსებმა კუპიანსკის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერთი ბომბი ჩავარდა კვების საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც ობიექტების დაცვის წევრი დაიღუპა.

ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაშავდა 67 წლის სამოქალაქო პირი.

ხარკოვის რაიონის ქალაქი კუპიანსკი რუსეთის ქვეშ იყო 2022 წლის სექტემბრამდე, ვიდრე ის არ გაათავისუფლა უკრაინის არმიამ. ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის მიმართულებით რუსული ჯარების დიდი რაოდენობის კონცენტრაციის შესახებ. პარალელურად გაძლიერდა ქალაქის დაბომბვა. 10 აგვისტოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხარკოვის რაიონის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლების მაცხოვრებლების სავალდებულო ევაკუაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG