Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლა ერთ დროს პუტინის მოკავშირე და ამჟამინდელი კრიტიკოსი გირკინი


იგორ გირკინი
იგორ გირკინი

მოსკოვის სასამართლომ უარყო წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნა, რომელიც ეკუთვნოდა იგორ გირკინს - ერთ დროს უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერს და კრემლის ფავორიტს, რომელსაც შემდეგ სირთულეები შეექმნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უკრაინაში ომის გამო გაკრიტიკებისთვის.

გირკინის საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს, რადგან ეს პროცესი აჩვენებს რამდენად შეუძლია კრემლს მიიღოს კრიტიკა ომისთვის, რომელიც მოსალოდნელზე დიდ ხანს გაგრძელდა და უფრო ძვირადღირებული და სისხლიანი აღმოჩნდა - იმ ფონზე, როცა უკრაინა ამჟამად კონტრშეტევას აწარმოებს და იბრუნებს არეალებს, რომლებიც დაკარგა რუსეთის შეჭრის პირველ პერიოდში.

გირკინი - რომელსაც სტრელკოვადაც იცნობენ - 2014 წელს დონბასში იყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთაური და რუსეთს ეხმარებოდა უკრაინის ყირიმის ანექსირებაში. ამასთან, იგი იყო ერთ-ერთი იმ სამი მამაკაციდან, რომლებსაც ჰოლანდიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თავიანთი როლისთვის მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის, MH17-ის ჩამოგდებაში უკრაინის თავზე, 2014 წელს. თუმცა 52 წლის გირკინი ბოლო თვეებში თავის ბლოგში გახდა ხმამაღალი კრიტიკოსი რუსეთის მიერ წარმოებული ომისა, და მას ექსტრემიზმის წახალისებაში ედება ბრალი.

XS
SM
MD
LG