Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მოსკოვი ფხენიანთან აწარმოებს მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი კირბი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელი კირბი

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. ამის შესახებ ვაშინგტონში, 30 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა. აშშ არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან შეიძენს იარაღის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულსაც.

ჯონ კირბის განცხადებით, იარაღის შესაძენად რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი გარიგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება.

XS
SM
MD
LG