Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, მის თანამდებობას დაიკავებს გრანტ შეპსი


ბენ ოულესი. ვაშინგტონი. 17 აპრილი, 2023 წელი
ბენ ოულესი. ვაშინგტონი. 17 აპრილი, 2023 წელი
31 აგვისტოს გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ ოულესი, რომელმაც ამ განზრახვის შესახებ ივლისში გამოაცხადა. მის ადგილს დაიკავებს გრანტ შეპსი.
უოლესი, რომელიც პოსტზე ოთხი წელი იმყოფებოდა, პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკისთვის მიწერილ წერილში გადადგომის მიზეზად პირად მოტივს ასახელებს. ის იქვე წერს თავდაცვის სფეროში მეტი სახსრების ინვესტიციის აუცილებლობაზე.
სუნაკმა მადლობა გადაუხადა უოლესს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დახმარების გაწევაში წამყვანი როლის თამაშისთვის.
უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე იყო 2019 წლის 24 ივნისიდან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, თუმცა უოლესი ყოველ ჯერზე ხელახლა ინიშნებოდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
უოლესმა კარიერა პოლიტიკაში დაიწყო შოტლანდიის პარლამენტში 1999 წელს.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს დღემდე ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი, რომელსაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მინისტრების თანამდებობები ეკავა.
XS
SM
MD
LG