Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალსა და მთარგმნელს დათო ბარბაქაძეს მარბურგის ლიტერატურული პრემია მიენიჭა


დათო ბარბაქაძე, ფოტოს ავტორი ეკატერინე ბასკოპე.
დათო ბარბაქაძე, ფოტოს ავტორი ეკატერინე ბასკოპე.

მარბურგის ახალი ლიტერატურული საზოგადოების 2023 წლის ლიტერატურული პრემია გერმანულენოვანი პოეზიის თარგმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა ქართველ მწერალს, მთარგმნელს, ესეისტს დათო ბარბაქაძეს.

პრემიის მიღება მას პირადად მიულოცა მარბურგის მერმა, დოქტორმა თომას შპისმა.

ეს პრემია გერმანელ და უცხოელ მწერლებს, კულტუროლოგებსა და მთარგმნელებს ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ.

სხვადასხვა დროს, მარბურგის ახალი ლიტერატურული საზოგადოების პრემიერა მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ გერმანელ მწერლებს, როგორებიც არიან მარტინ მოზებახი და რიუდიგერ საფრანსკი.

დათო ბარბაქაძე არის არაერთი პოეტური, პროზაული და ესეების კრებულის ავტორი. ქართულად თარგმნილი აქვს გერმანული, ავსტრიული, ამერიკული პოეზია.

დათო ბარბაქაძემ თარგმნა ისეთი ავტორები, როგორებიც არიან პაულ ცელანი, გეორგ თრაკლი, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, ერნსტ მაისტერი, ფრიდრიხ ნიცშე, ნიკოლაუს ლენაუ... ასევე, ფრიდრიხ ჰებბელის დრამა „ნიბელუნგები“.

მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით „შედეგები“.

ის არის ევროპელ მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოებისა და რედკოლეგიის წევრი. ევროპული პოეტური პლატფორმა „ვერსოპოლისის“ წევრი.

დათო ბარბაქაძეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია.

დათო ბარბაქაძის წიგნების შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ აქ.

XS
SM
MD
LG