Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონმა შეუტია ქალაქ კურჩატოვს, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს


კურსკის ატომური ელექტროსადგური
კურსკის ატომური ელექტროსადგური

უპილოტო თვითმფრინავი თავს დაესხა კურსკის რეგიონის ქალაქ კურჩატოვს, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ამის შესახებ გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.

„თვითმფრინავი არასაცხოვრებელ შენობას დაეჯახა, ფასადი დაზიანდა, ხალხი არ დაშავებულა“, - წერს გუბერნატორი ტელეგრამის არხში.

თავდაპირველად სტაროვოიტი იტყობინებოდა ორი დრონის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით განმარტა, რომ შეცდომა დაუშვა.

ეს არ არის პირველი საჰაერო იერიში კურჩატოვზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.

14 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი დაეცა ან ჩამოაგდეს ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში. ნამსხვრევებმა დააზიანა საცხოვრებელ კორპუსის ფასადი, მაგრამ არავინ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG