Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ძალაში შევიდა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის კრიტერიუმები


ლგბტ დროშა
ლგბტ დროშა

რუსეთში, 1 სექტემბერს, ძალაში შევიდა „როსკომნადზორის“ ბრძანება, რომელიც ამტკიცებს იმ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში განთავსებული მასალები შეიძლება „ლგბტ ადამიანების პროპაგანდად და პედოფილიად“ ჩაითვალოს. მსგავსი მასალები აკრძალული ინფორმაციის რეესტრში შეიტანეს და ეს ბრძანება იმოქმედებს 2029 წლის 1 სექტემბრამდე.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ლგბტ პროპაგანდად იქნება აღიარებული ისეთი მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების, პრეფერენციებისა და დამოკიდებულების მიმზიდველობის დარწმუნებისკენ“, ასევე მასალებს, რომლებშიც ასეთი ურთიერთობები დადებითად არის წარმოჩენილი ან გვიყვება ლგბტ ადამიანებზე დადებით კონტექსტში.

კიდევ ერთი კრიტერიუმი იქნება ინფორმაცია, რომელიც „ამართლებს“ „ტრადიციული ურთიერთობების“ უარყოფას „არატრადიციულის სასარგებლოდ“ ან ასეთ ურთიერთობებს თანაბარზომიერად წარმოადგენს.

აიკრძალება მასალები, რომლებშიც „სქესის შეცვლისადმი დადებით დამოკიდებულებასა“ ამ „სქესის შეცვლის უპირატესობებზე“ იქნება საუბარი.

პედოფილიის პროპაგანდად ჩაითვლება ყველა ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს „არასრულწლოვანთა დარწმუნებას სექსუალური ურთიერთობების მიმზიდველობაში“.

თუმცა, ეს კრიტერიუმი არ ვრცელდება ხელოვნების ნიმუშებზე, რომლებშიც უფროსებისა და არასრულწლოვნების ურთიერთობა გამართლებულია ჟანრით ან სიუჟეტით.

„როსკომნადზორმა“ ასევე გახსნა საჩივრის ფორმა ლგბტ თემის შინაარსთან დაკავშირებით. მსგავსი საჩივრის მიღებისთანავე სააგენტო საიტებს შეტყობინებას გაუგზავნის და თუ მასალა ერთ დღეში არ წაიშლება, საიტი დაიბლოკება.

  • 2022 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას, პედოფილიასა და სქესის შეცვლას“.
  • 2013 წლიდან რუსეთში არასრულწლოვანთა შორის „პროპაგანდა“ აკრძალულია, ახლა კი აკრძალვა ყველა რუსზე ვრცელდება.
  • ფაქტობრივად, ამ კანონმა შემოიღო ტაბუ ჰომოსექსუალობისა და ტრანსგენდერობის განხილვაზე ნებისმიერ კონტექსტში, გარდა ნეგატიურისა.

XS
SM
MD
LG