Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ირანს „იაკ-130“ ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდა


იაკ-130 ტიპის თვითმფრინავი. საილუსტრაციო ფოტო
იაკ-130 ტიპის თვითმფრინავი. საილუსტრაციო ფოტო

ირანმა რუსეთისგან სასწავლო-საბრძოლო დანიშნულები თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ შაბათს ირანის საინფორმაციო საშუალებებმა და რუსეთის სტრატეგიის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი გაავრცელეს ცნობები.

ამავე დროს, არც მოსკოვს და არც თეირანს ოფიციალურად არ გაუვრცელებია ინფორმაცია თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ის ფაქტი, რომ რუსული იაკ-130 ირანის არმიის საჰაერო ძალებს გადაეცათ, "სოციალურ ქსელებში არსებული სურათებით“ დასტურდება.

სააგენტოს ცნობით, ამ თვითმფრინავებს გამოიყენებენ ახალი მფრინავების მოსამზადებლად, რომლებიც ირანის საჰაერო ძალების ახალი თაობის თვითმფრინავებზე იფრენენ.

გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რამდენი „იაკ-130“ მიიღო ირანმა რუსეთიდან. ირანის „ტასნიმის“ სააგენტოს ცნობით, საუბარი უნდა იყო სულ მცირე ორ თვითმფრინავზე. ამტკიცებენ, რომ მათ უკვე დაიდეს ბინა ისფაჰანში, ირანის საჰაერო ძალების კუთვნილ შაჰიდ ბაბაის სახელობის მე -8 ტაქტიკურ ავიაბაზაზე.

აღინიშნება, რომ ეს იქნება ირანის საჰაერო ძალებისთვის საზღვარგარეთ შეძენილი პირველი თვითმფრინავები ბოლო 20 წლის განმავლობაში.

  • „იაკ-130“ არის რუსული საბრძოლო მომზადების თვითმფრინავი, რომელიც შემუშავებულია იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ იტალიურ კომპანია Aermacchi-სთან ერთად. ეს არის თვითმფრინავის პირველი სრულიად ახალი მოდელი, რომლის წარმოებაც რუსეთში სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყო.
XS
SM
MD
LG