Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულება: არის მტკიცებულება, რომ "შაჰედის" ტიპის დრონები რუმინეთის მიწაზე ჩამოვარდა


დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას აქვს ფოტომასალები, რომლებიც ამტკიცებს, რომ რუსეთის დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა 3-დან 4 სექტემბრის ღამეს, უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშებისას - იუწყება სააგენტო "უკრინფორმი".

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე უარყო კიევის განცხადებები, რომ ღამის იერიშების დროს დარტყმის ქვეშ მოექცა რუმინეთის ტერიტორიაც, და განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული არც ერთი შეტევით არ შექმნილა "პირდაპირი საომარი საფრთხე" რუმინეთის ტერიტორიისთვის. კულებას თქმით, უკრაინის მეზობელ ქვეყნებში "არის ტენდენცია არ მოხდეს ესკალაცია ამა თუ იმ მოვლენის ინტერპრეტაციისა, საიმისოდ, რომ ისინი უშუალოდ კონფლიქტში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი" რუსეთთან. კულება ამბობს, რომ, კიევი მზადაა საკუთარი პოზიციის დაცვის მიზნით მტკიცებულებები წარმოადგინოს.

"აზრს მოკლებულია ამტკიცო, რომ იქ რაღაც ჩამოვარდა. და ჩვენ ავტორიტეტიანად ვაცხადებთ, მტკიცებულებებით, რომ იქ დაფრინდა 'შაჰადის' ტიპის დრონები" - თქვა კულებამ და დასძინა, რომ, მისი ინფორმაციით, რუმინეთი ვითარებას სწავლობს.

რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

XS
SM
MD
LG