Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G20-ის სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენის გამგზავრების წინ პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა


ფოტო არქივიდან. ჯო და ჯილ ბაიდენები ინაუგურაციის ცერემონიაზე ვაშინგტონში. 2021 წლის 20 იანვარი
ფოტო არქივიდან. ჯო და ჯილ ბაიდენები ინაუგურაციის ცერემონიაზე ვაშინგტონში. 2021 წლის 20 იანვარი

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, 72 წლის ჯილ ბაიდენი ბოლო ერთ წელიწადში მეორედ დაავადდა COVID-19-ით.

ჯილ ბაიდენის პრესმდივნის ინფორმაციით, პირველ ლედის კორონავირუსი ორშაბათს, 4 სექტემბერს დაუდასტურდა, ამჟამად მსუბუქი სიმპტომები აქვს და დელავერის შტატში, ბაიდენების სახლში იმყოფება.

თეთრი სახლის ცნობით, ორშაბათს საღამოს, ტესტირება ჩაუტარდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც. 80 წლის პრეზიდენტს COVID-19 არ დაუდასტურდა. მისი ტესტირება და სიმპტომებზე დაკვირვება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტი ხუთშაბათს, 7 სექტემბერს უნდა გაემგზავროს ინდოეთში, სადაც „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტი ჩატარდება. თეთრ სახლს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მოსალოდნელია თუ არა პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმება.

ჯო და ჯილ ბაიდენებს კორონავირუსი ჰქონდათ 2022 წლის ზაფხულში.

XS
SM
MD
LG